გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოდის

ნახვები: 492 ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოდის

საქართველოში ჯეიმს აპატურაი ჩამოდის - უსაფრთხოების გამოწვევებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტის მთავარი თემა იქნება NATO-ს პროგრამა მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

პროგრამა წარმოადგენს დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმს NATO-სა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლის მიზანია NATO-ს სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად, სამოქალაქო მეცნიერებისა და ინოვაციების კუთხით თანამშრომლობა. ფორმულას ინფორმაციით, აპატურაი ხელისუფლების ლიდერებს შეხვდება.

აპატურაი თბილისს NATO-ს მხრიდან ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირებული შეშფოთების ფონზე სტუმრობს - 5 აპრილს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ არსებობს შეშფოთება საქართველოში რეფორმების გატარების ტემპთან და დონესთან დაკავშირებით.

როგორც კოლომინამ ფორმულასთან ინტერვიუში თქვა, მნიშვნელოვანია მთავრობამ გაატაროს რეფორმები, რაც საბოლოოდ გავლენას მოახდენს დეპოლარიზაციაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ რეფორმების გატარება როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა