ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა - ჩემი შვილი ძალადობრივად არის მოკლული

ნახვები: 608 დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა - ჩემი შვილი ძალადობრივად არის მოკლული

ჩემი შვილი ძალადობრივი სიკვდილით არის მოკლული, - ასე გამოეხმაურა დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველად დასკვნას.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გოგონას დედა აცხადებს, ის თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილი მოკლული იყო. ხუტაშვილის თქმითვე, ის ბრძოლას აგრძელებს.

„ჩემთვის ეს დასკვნა მოულოდნელი არ ყოფილა, მე თავიდანვე, მყარად ვამბობდი, რომ ჩემი შვილი ძალადობრივად არის მოკლული.

ბრძოლას გავაგრძელებ ბოლო წუთამდე, ბრძოლა ისეთი მექნება, როგორიც ჯერ არავის უჩვენებია, ისეთ ბრძოლას გავაჩაღებ“,- განაცხადა ხუტაშვილმა.

ცნობისთვის, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე, ბავშვის დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი დღეს, 28 აპრილს გადაეცათ.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გოგონას სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება. ასევე, სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსიაა.

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა