ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გია ვოლსკი - ქართული სასამართლო საკმაოდ მყარ პოზიციაზეა ევროკავშირის სივრცეში, რაც მოსვენებას არ აძლევს კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რევოლუციურ კომიტეტს

ნახვები: 619 გია ვოლსკი - ქართული სასამართლო საკმაოდ მყარ პოზიციაზეა ევროკავშირის სივრცეში, რაც მოსვენებას არ აძლევს კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რევოლუციურ კომიტეტს

მოსამართლეებთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტის არარსებობის პირობებში ასე ჩამოკიდება იმ განცხადებაზე, რომელიც ამერიკის საელჩოს მიერ საერთაშორისო დონეზე იქნა გაცხადებული, რასაკვირველია, არის მცდელობა, ხავსიდან უფრო მყარ ფუნდამენტს ჩაეჭიდონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, არ არსებობს წინაპირობა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას პარლამენტში.

„არსებობს მეორე რეალობა, რომ ქართული სასამართლო არის საკმაოდ მყარ პოზიციაზე ევროკავშირის სივრცეში. ეს მყარი პოზიცია, რასაკვირველია, მოსვენებას არ აძლევს კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რევოლუციურ კომიტეტს და ამ თემის შემოტანა საპარლამენტო კომისიაზე ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, როგორმე პოზიტიურად არ იქნას შეფასებული რეკომენდაციების იმ მუხლის შესრულება, რომელიც საქართველოს სასამართლოს ეხება. ამაში სხვა არანაირი იდეა არ დევს. თუ არსებობს ასეთი ფაქტი, რომ კორუფციაა გამოვლენილი და ამას კონკრეტული სახე და ფორმა აქვს, ან თუნდაც რაიმე სასამართლო გადაწყვეტილებაში აისახა ეს, ამასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, საგამოძიებო სტრუქტურა უნდა დაინტერესდეს. მოსამართლის სასამართლოში დაბარება, მოსამართლისთვის ანგარიშის მოთხოვნა არის სწორედ ის, რაც ეწინააღმდეგება იმ საკონსტიტუციო დოგმებს, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა