დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

ბერდია სიჭინავა - გამოვდივართ ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ე.წ. ქოლცენტრების საქმეს

24.04.2023 ნახვები: 565

პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს, გამოავლენს მის ორგანიზატორებს, მფარველებს, ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს და ამით გამოწვეულ მძიმე პოლიტიკურ შედეგებს, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოუწოდებენ  „ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“და სხვა პარტიების წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას.

„ფაქტია, რომ საერთაშორისო გამოძიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში კონკრეტულ შედეგებამდე მივა. ამ სქემის დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანას ელოდება მძიმე პოლიტიკური შედეგები იმ რეპუტაციულ ზიანთან ერთად, რომელიც უკვე ყოველდღიურად გვიდგას იმ დანაშაულის გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან ხორციელდება და რის შედეგადაც ევროკავშირის მოქალაქეებს ასობით მილიონ დოლარს ჰპარავენ დღემდე. საზოგადოებაში ლეგიტიმურად ისმის კითხვები, როგორ მოხდა, რომ საქართველოში უკვე მე-3 წელია, ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და „ბიბისის“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ უფრო მეტი შედეგი აჩვენა, ვიდრე ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა. როგორ ვიგებთ ასეთ ფაქტებს უცხოეთიდან და არა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოებისგან, რამდენად შესაძლებელია, ხორციელდებოდეს ამ მასშტაბის ორგანიზებული დანაშაული დედაქალაქში ათასობით დასაქმებული პირის ჩართულობით და ამის შესახებ არ ფლობდეს ინფორმაციას არც ერთი სახელმწიფო უწყება. ვინ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სახელმწიფოს ინტერესებისა და საერთაშორისო რეპუტაციის ხარჯზე, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულით მდიდრდებიან საერთაშორისო კრიმინალები და მათი გავლენიანი მფარველები სახელისუფლებო წრეებიდან და მათი ახლო გარემოცვიდან?

ყველანი ვხედავთ, რომ ამ მძიმე კრიმინალურ ქეისს, პოლიტიკური პარტიების ნაწილი ერთმანეთის წინააღმდეგ პოლიტიკური თავდასხმისთვის იყენებს. ზოგიერთი ამით ცდილობს ევროკავშირის მოქალაქეებისგან მოპარული ფულის დაცვას და საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას, საერთაშორისო სანქციებისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამიტომ, გთავაზობთ, პარლამენტში შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს გამოძიების პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემური ჩავარდნების გადაზღვევას და მიმართული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ შესაძლო ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების საქმის გამოძიების ხელშეწყობისკენ, დაადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების უმოქმედობის მიზეზებს, გამოავლენს ამ დანაშაულის ორგანიზატორებს და ხელისუფლებასთან დაკავშირებულ გავლენიან მფარველებს. „ოცნების“ ხელისუფლების და ოპოზიციის თანაბარი ინტერესი უნდა იყოს, ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს. ჩვენი საპარლამენტო გუნდი დაიწყებს აღნიშნული საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებულ პროცედურებს. ასევე, უახლოეს დღეებში ჩვენ წარვადგენთ საკონსტიტუციო სარჩელს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს პარლამენტის წევრებს შეუქმნას კონსტიტუციური უფლების რეალიზებისთვის უკანონო ბარიერები რეგლამენტში არსებული ჩანაწერის ბოროტად გამოყენებით“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა