ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

გიორგი ამილახვარის განცხადებით, ოპოზიციის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანია ის მიღწევები და რეფორმები დააზიანონ, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ხორციელდება

ნახვები: 566 გიორგი ამილახვარის განცხადებით, ოპოზიციის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანია ის მიღწევები და რეფორმები დააზიანონ, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ხორციელდება

მიზანი, რატომაც ოპოზიციას უნდა, ან უნდოდა ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ისაა, რომ ის მიღწევები და რეფორმები დააზიანონ, რომელიც 12 - პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ხორციელდება, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების ნაწილში, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ევროკომისიის 12 - პუნქტიანი გეგმის თითქმის ყველა პუნქტი უკვე შეასრულა, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები.

რაც შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს, როგორც ამილახვარი აღნიშნავს, არ ჰგონია, რომ „ვინმეს რამე დასაცავი ჰქონდეს“, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმოადგინოს ის მტკიცებულებები, რატომაც ოთხი მოსამართლის დასანქცირების გადაწყვეტილება მიიღო.

„საგამოძიებო კომისიას არანაირი საფუძველი და არანაირი დანიშნულება, რომელიც უნდოდა, რომ რადიკალურ ოპოზიციას შეექმნა, არ ჰქონდა რაიმეს გამოძიებასთან. პირიქით, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა 12 პუნქტიანი გეგმის თითქმის ყველა პუნქტი უკვე შეასრულა, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი მიზანი რატომაც მათ უნდათ, ან უნდოდათ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ეს არის პირიქით - რომ დააზიანონ ის მიღწევები და რეფორმები, რომელიც საქართველოში 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ხორციელდება, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების ნაწილში.

რაც შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს, მე არ მგონია, ვინმეს რამე დასაცავი ჰქონდეს. აქ არის ერთი მთავარი კითხვა, რომ ის ბრალდება, რომელიც მათ ერთ-ერთმა ქვეყანამ წაუყენა, ალბათ, ნათელი და კარგი იქნებოდა, რომ საჯაროდ საზოგადოებას ენახა ის საფუძვლები, რატომაც მიიღო შესაბამისმა მხარემ ეს გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი და საზოგადოების საჯარო შეკითხვა", - განაცხადა ამილახვარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა