ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ანრი ოხანაშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში სრულად ავსახავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს

ნახვები: 612 ანრი ოხანაშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში სრულად ავსახავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს

ჩვენთვის დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტის ინდიკატორად ევროკომისიის ის შეფასებები და დამოკიდებულება იყო მიჩნეული, რომელიც არსებობდა და არსებობს უკრაინასთან მიმართებაში, უკრაინის მიერ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მიღებულ კანონზე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიამ უკრაინის მიერ მიღებული კანონი მოიწონა და მისი იმპლემენტაციისკენ მოუწოდა.

„ეს იყო ჩვენთვის ინდიკატორი, რომ თუ ჩვენც იმავე პრინციპებზე დაფუძნებულ კანონს მივიღებდით, ჩვენ მიმართ ანალოგიური სამართლებრივი მოპყრობა უნდა იყოს და რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალოს. დღეს კომიტეტს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით განახლებულ ვერსიას წარვუდგენ. „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში სრულად ავსახავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. იქნება უზრუნველყოფილი იმ პირთა საპროცესო უფლებები, ვინც პოტენციურად ოლიგარქად შეიძლება იყვნენ მიჩნეული. მათ თავის დაცვის და კონკრეტული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების სრული შესაძლებლობა ექნებათ. იარსებებს ყველა ის გარანტია, რაც მათ პერსონალურ მონაცემებს დაიცავს. ოპოზიციას ისეთი მოდელი აქვს წარმოდგენილი, მას მხარი რომ დავუჭიროთ, მათი პროექტი გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებას ვერ უზრუნველყოფს და ევროკომისია შესაბამის პუნქტს შესრულებულად ვერ ჩათვლის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა