გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

თამარ გაბუნია - მომდევნო კვირაში ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი დამატებით მოიპოვებს მტკიცებულებებს, რომლებიც საჭიროა მოზარდებში ვაქცინაციასთან დაკავშირებით

ნახვები: 488 თამარ გაბუნია - მომდევნო კვირაში ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი დამატებით მოიპოვებს მტკიცებულებებს, რომლებიც საჭიროა მოზარდებში ვაქცინაციასთან დაკავშირებით

მომდევნო კვირაში ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი დამატებით მოიპოვებს მტკიცებულებებს, რომლებიც საჭიროა მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საბჭო იმსჯელებს იმ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც, რომლებსაც აქვთ თანხმლები დაავადებები. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე შეიქმნა პრეცედენტები, რომ გარკვეული პრობლემების მქონე 12-დან 16 წლამდე მოზარდები აიცრან.

„მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით გუშინ იმსჯელა ვაქცინაციის უწყებათაშორისმა საბჭომ. ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი ამ კვირაში და მომდევნო კვირაში კიდევ დამატებით მოიპოვებს იმ მტკიცებულებებს, რაც არსებობს მოზარდებში ვაქცინაციაზე, რაც არის ძირითადად ორი მიმართულებით. არის ქვეყნები, რომლებიც ცრიან ყველა მოზარდს 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, 16 წლიდან მოგეხსენებათ, ჩვენც ვიწყებთ აცრებს, ხოლო მეორე არის ბრიტანული რეკომენდაციები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებს იმ მოზარდების აცრას, ვისაც აქვს რაიმე თანმხლები დაავადება და ითვლება, რომ ამ მოზარდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ მომდევნო კვირაში. შესაძლებელია, ეტაპობრივ მიდგომაზე ვისაუბროთ.

უკვე შეიქმნა იმის პრეცედენტები, რომ გარკვეული პრობლემების მქონე მოზარდები ჩვენს ქვეყანაშიც აიცრან 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ერთეული აცრები შესრულდა მშობლებისა და სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა