გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ირაკლი ღარიბაშვილი - მოსამართლეებისგან, საბჭოს წევრებისგან მივიღე ინფორმაცია ზემოქმედების, ჩარევების შესახებ

ნახვები: 490 ირაკლი ღარიბაშვილი - მოსამართლეებისგან, საბჭოს წევრებისგან მივიღე ინფორმაცია ზემოქმედების, ჩარევების შესახებ

დიმიტრი გვრიტიშვილისგან, სხვა მოსამართლეებისგან, საბჭოს წევრებისგან მივიღე ინფორმაცია ზემოქმედების, ჩარევების შესახებ. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრა იყო დახურული და საუბრის შინაარსთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

„გეტყვით, რომ მოვისმინე ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის, ვიტყოდი – შემაშფოთებელი. იყო ინფორმაცია გარკვეული ზემოქმედების, ჩარევების შესახებ, რაც, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ასევე, მოვისმინე ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა, ახალი იდეები, რომლებიც არსებობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამის თაობაზე გვქონდა საუბარი. გიდასტურებთ, რომ მივიღე ზემოქმედების შესახებ რამდენიმე ინფორმაცია. მოვისმინე დიმიტრი გვრიტიშვილისგან, სხვა მოსამართლეებისგან, საბჭოს წევრებისგან. ეს იყო დახურული შეხვედრა. ამ ფაქტებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ალბათ მოვა დრო და ამას საზოგადოება გაიგებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა