მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 9 აპრილის ღონისძიება აპოლიტიკურია, არ ისახავს მიზნად არანაირი მოძრაობის დაფუძნებას

ნახვები: 631 პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 9 აპრილის ღონისძიება აპოლიტიკურია, არ ისახავს მიზნად არანაირი მოძრაობის დაფუძნებას

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 9 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ღონისძიება, სადაც სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებას.

„ხვალ, 9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობების გამო, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ისევე, როგორც სხვა ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა