ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

„ნაპოლიმ“ „ლეჩეს“ სტუმრად მოუგო

ნახვები: 615 „ნაპოლიმ“ „ლეჩეს“ სტუმრად მოუგო

იტალიის სერია A-ს 29-ე ტურის შეხვედრა „ნაპოლიმ“ „ლეჩესთან“ სტუმრად ჩაატარა და 2:1 მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო. „ნაპოლიმ“ კი თამაში კარგად დაიწყო და მე-18 წუთზე ჯოვანი დი ლორენცოს ზუსტი თავური დარტყმით დაწინაურდა.

ტაიმის ბოლოს კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ ირვინგ ლოსანო ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩა, მაგრამ ამ შანსით ვერ ისარგებლა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ დამშვიდებული ჩანდა და გოლიც გაუშვა – 52-ე წუთზე „ლეჩეს“ შეტევა ფედერიკო დი ფრანჩესკომ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და მასპინძლებს თამაშის მოგების იმედი დაუბრუნა.

 

„ნაპოლიმ“ მაინც მოახერხა დაწინაურება, ეს 65-ე წუთზე მოხდა. კვარაცხელიამ შეტევა მარიო რუის გაუგრძელა, რომლის ჩაწოდების შემდეგ ბურთი საკუთარ კარში „ლეჩეს“ მცველმა ანტონინო გალომ ჩაჭრა.

„ნაპოლის“ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი აშკარად „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე (12 აპრილი) ფიქრობდა და ექსპერიმენტებს მიმართა. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში პოზიცია რამდენჯერმე შეიცვალა, მოედნის ცენტრშიც ვიხილეთ, მარცხენა და მარჯვენა ფლანგზეც. 83-ე წუთზე, როდესაც ჯოვანი სიმეონე დაშავდა, ქართველი ლეგიონერი ცენტრალურ თავდამსხმელის პოზიციაზეც გადავიდა. არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე სპალეტიმ ხვიჩა შეცვალა.

საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ მოახერხა შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა და ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ მატჩის წინ კარგი განწყობა შეიქმნა.

ამ მატჩის შემდეგ „ნაპოლიმ“ 74 ქულა დააგროვა, „ლაციოსთან“ (55) უპირატესობა გაზარდა („ლაციო“ ტურის შეხვედრას 8 აპრილს ჩაატარებს) და სეზონის დასრულებამდე ცხრა ტურით ადრე იტალიის ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა