გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

მამუკა მდინარაძე - ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით პარტიამ გინდ ახალი სახე წარადგინოს, გინდ ძველი, „ნაცმოძრაობას“ მაინც არაფერი ეშველება

ნახვები: 491 მამუკა მდინარაძე - ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით პარტიამ გინდ ახალი სახე წარადგინოს, გინდ ძველი, „ნაცმოძრაობას“ მაინც არაფერი ეშველება

„ნაცმოძრაობას“ არაფერი ეშველება, გინდ ახალი და გინდ ძველი სახეები იყვნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად დამთავრებულია.

„ძველი სახეები სად არიან, მოიკითხეთ, სად არის ეს ხალხი. ერთი წლის წინ, თუ რაღაც პერიოდის წინ ახალ სახეებად რომ წარუდგინეს საზოგადოებას, მოიკითხეთ, სად არიან. ზოგი რუსეთშია, ზოგი სხვაგან არის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის, „ნაცმოძრაობას“ მაინც არაფერი ეშველება, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარედ. ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით პარტიამ გინდ ახალი სახე წარადგინოს, გინდ ძველი და გინდა რაღაც პროგრამა, რომლისაც ამ ქვეყანაში აღარავის სჯერა. ეს პარტია დამთავრებულია, მხოლოდ სატელევიზიო პროდუქტს წარმოადგენს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა