გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ჯოზეფ ბორელი - ჩინეთს აქვს მორალური ვალდებულება, წვლილი შეიტანოს სამართლიან მშვიდობაში

ნახვები: 568 ჯოზეფ ბორელი - ჩინეთს აქვს მორალური ვალდებულება, წვლილი შეიტანოს სამართლიან მშვიდობაში

ჩინეთს აქვს მორალური ვალდებულება, წვლილი შეიტანოს სამართლიან მშვიდობაში. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, რუსეთი არ აპირებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტას და პუტინის განზრახვა, რომ ბირთვული იარაღი განათავსოს ბელარუსის ტერიტორიაზე არის ომის ესკალაცია, რაც საფრთხეს წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოებისთვის.

„ირონიულია, რომ ეს ხდება მას შემდეგ, რაც ჩინეთის პრეზიდენტი სტუმრობდა მოსკოვს, სადაც მან ისაუბრა მშვიდობის აუცილებლობაზე, პუტინი და სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის საზღვარგარეთ განთავსება დაუშვებელია. რამდენიმე დღეში კი, რუსეთმა ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს აგზავნის ბელარუსში“, – განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე მათ განიხილეს ჩინეთის როლი და პეკინის მხარდაჭერა რუსეთისადმი მაშინ, როდესაც მოსკოვი გაერო-ს ქარტიას უხეშად არღვევს.

„არსებობს მკაფიო მოლოდინი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრისგან, რომ ის მტკიცედ დადგეს წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის სადარაჯოზე. ჩინეთს აქვს მორალური ვალდებულება, წვლილი შეიტანოს სამართლიანი მშვიდობის დამყარებაში. ის არ უნდა დადგეს აგრესორის მხარეს და მხარი დაუჭიროს სამხედრო აგრესიას. ეს არის ჩვენი გზავნილი ჩინეთისადმი“, – აღნიშნა ბორელმა.

მისივე თქმით, ანალოგიური გზავნილს დღეს პეკინში ვიზიტისას გააკეთებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ჩინეთში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად ჩავა. ბორელის თქმით, მომდევნო კვირაში პეკინში ჩასვლას თავადაც გეგმავს.

აღნიშნული ვიზიტების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ჩინეთის პრეზიდენტი მარტის ბოლოს მოსკოვში ჩავიდა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. სი ძინპინიმ რუსეთის ლიდერთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა პეკინის მიერ წარდგენილ 12-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც მიმართულია უკრაინაში ომის დასრულებისკენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა