ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მიერ ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის წარუმატებელ შეხვედრაზე მიუთითებს

ნახვები: 614 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მიერ ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის წარუმატებელ შეხვედრაზე მიუთითებს

რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსება რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის წარუმატებელ შეხვედრაზე მიუთითებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„სიგნალი, რომ რუსეთი განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელარუსის ტერიტორიაზე, მიუთითებს ჩინეთთან წარუმატებელ შეხვედრაზე. საჭირო იყო რაიმე სახის სუბიექტურობის ჩვენება, რომელიც ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის დროს რუსეთმა სრულიად დაკარგა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა მოლდოვის, ხორვატიის, სლოვენიის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად გამართულ კონფერენციაზე.

ზელენსკის თქმით, იგივე ეხება ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოსაც.

„მე ვფიქრობ, რომ ის უკვე აღარ წყვეტს იმას, რა ტიპის იარაღი განთავსდება მის ტერიტორიაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა