თენგიზ აბლოთია: ოპოზიციის დღევანდელ მდგომარეობაზე 100%-იანი პასუხისმგებლობა თავად ოპოზიციურ პარტიებს ეკისრებათ
რომან გოცირიძე: 20 ლარი პენსიონერს, 1080 ლარი დეპუტატს – ეს საზოგადოებისადმი უპატივცემულობის დემონსტრირებაა
Zelensky congratulates Ukraine's defenders from frontline command post
War update: 209 combat clashes on front lines over past day, heaviest fighting on Pokrovsk axis
Ukrainian air defense neutralizes 87 of 107 Russian drones launched overnight
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,900 over past day
ისრაელის პრეზიდენტი წარმოშობით ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს
Ukraine urges OSCE states to restrict Russian diplomatic and "cultural" infrastructure in Europe

რობინ დანიგანი - საქართველოსთან ვახორციელებთ სამუშაოს უსაფრთხოების, შუა დერეფნის, ენერგეტიკული კუთხით, რაც ეხმარება საქართველოს თავისი მომავლის დასავლეთთან დაკავშირებაში

ნახვები: 605 რობინ დანიგანი - საქართველოსთან ვახორციელებთ სამუშაოს უსაფრთხოების, შუა დერეფნის, ენერგეტიკული კუთხით, რაც ეხმარება საქართველოს თავისი მომავლის დასავლეთთან დაკავშირებაში

საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის მცდელობა, სამუშაო, რომელსაც საქართველოსთან ვახორციელებთ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის, შუა დერეფნის, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით, ეხმარება საქართველოს თავისი მომავლის დასავლეთთან დაკავშირებაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

რობინ დანიგანს კითხვა დაუსვა სენატორმა პიტ რიკეტსმა, რისი გაკეთებაა შესაძლებელი, რათა ებრძოლონ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ცდილობს, საქართველო თავისი გავლენის სფეროსთან დააახლოოს.

„ეს ნამდვილად კრიტიკული კითხვაა და ღრმად მჯერა, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების შენების, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერების, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების გზაზე – ყველა ეს ნაბიჯი ეხმარება საზოგადოების გაძლიერებას და ხდის მას უფრო მედეგს რუსეთის მავნებლურ საქმიანობასთან ან ჩინეთის მავნებლურ ქმედებებთან მიმართებით.

საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის მცდელობა, სამუშაო, რომელსაც საქართველოსთან ვახორციელებთ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის, შუა დერეფნის, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით, ეხმარება საქართველოს თავისი მომავლის დასავლეთთან დაკავშირებაში. იმ შემთხვევაში, თუ მე დამამტკიცებენ, გავაგრძელებ ამ საკითხის პრიორიტეტად დაყენებას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

პიტ რიკეტსის კიდევ ერთ კითხვაზე, უნდა დაიკავონ თუ არა ხისტი ხაზი საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების წინააღმდეგ, რობინ დანიგანმა განაცხადა:

„მჯერა, რომ აუცილებელია, ვიყოთ გულწრფელი საქართველოსთან იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვხედავთ. დანიშვნის შემთხვევაში, გავაგრძელებ გულწრფელ ურთიერთობას მთავრობასთან. მე ვიცი, რომ ამჟამად გვაქვს მთავრობასთან ასეთი საუბარი და გავაგრძელებ მას“, – რობინ დანიგანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა