ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

თენგიზ აბლოთია: ოპოზიციის დღევანდელ მდგომარეობაზე 100%-იანი პასუხისმგებლობა თავად ოპოზიციურ პარტიებს ეკისრებათ

ნახვები: 192 თენგიზ აბლოთია: ოპოზიციის დღევანდელ მდგომარეობაზე 100%-იანი პასუხისმგებლობა თავად ოპოზიციურ პარტიებს ეკისრებათ

 

პუბლიცისტი თენგიზ აბლოთია ოპოზიციური პარტიების მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა თავად ოპოზიციას ეკისრება. მისი აზრით, ხელისუფლების მხრიდან არსებული ზეწოლისა და შეზღუდვების მიუხედავად, ოპოზიციის მთავარი პრობლემა ფრაგმენტაციაა, გამოსავალს კი ორი დიდი ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბებაში ხედავს.

„ვინაა დამნაშავე იმაში, რომ საქმე ამ კატასტროფამდე მივიდა? არა აქვს მნიშვნელობა, იყო თუ არა რეალურად ეს კვლევა – ყველამ კარგად ვიცით, რომ რეალობა ამ სურათისგან დიდად არ განსხვავდება.

მაშ, ვისი ბრალია ეს ყველაფერი?

ჩემთვის პასუხი ნათელია – ამ კატასტროფისთვის 100% პასუხისმგებლობა ეკისრება თავად ოპოზიციურ პარტიებს.

ამ ჩიხურ მდგომარეობაში მხოლოდ ისინი არიან დამნაშავეები.

ახლა მეტყვით – ხელისუფლება დევნის ოპოზიციას, მოუჭრა დაფინანსების ყველა წყარო, ლიდერები ციხეში სხედან, დარჩენილებზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, აბა, რა უნდა აკეთონ?

ერთი შეხედვით, სწორად ჟღერს, თუმცა არც ერთი ეს არგუმენტი არაა რეალური.

მაგალითად, დაფინანსების კუთხით – მინიმუმ 2 პარტია იღებს სახელმწიფო დაფინანსებას: ესაა გახარიას პარტია, რომელიც შევიდა პარლამენტში, და „ლელო“, რომელსაც აქვს ფრაქციები თბილისისა და რეგიონების საკრებულოებში.

თუმცა ამან ვერ უშველა – ისინი ისეთივე უკანალში არიან, როგორც რეალურად უფულო პარტიები.

მეორე – ლიდერები ციხეში არიან. კონკრეტულად დღეს მოქმედ ლიდერებს შორის ციხეშია სამი – ხაბეიშვილი, მელია და ხოშტარია.

პატივს ვცემ მათ თავგანწირვას, მაგრამ რომელი იყო მათ შორის ამინდის შემქმნელი და უპირობო ლიდერი? ან რითი განსხვავდებიან ისინი ათეულობით სხვა ლიდერისგან, რომლებიც გარეთ არიან?

დეკემბერში გამოვა ნიკა მელია, თებერვალში – ელენე ხოშტარია. რაო, ვინმე ელოდება, რომ ეს მკვეთრად შეცვლის სიტუაციას?

ან ხაბე – გინდა ყოფილა, გინდა არა.

აკრძალვა და სისხლის სამართლის საქმეები – ეს არაა დღეს და ხვალ. ყველამ აშკარად ვხედავთ, რომ საბოტაჟის სასამართლო პროცესი იწელება, ხოლო პარტიების აკრძალვამ გადაიწია 2027 წლის მაისამდე.

ასე რომ, ქოცების მიერ შექმნილი ყველა წინაღობა რეალურია, მაგრამ არა ფატალური.

ისე კი, როდის იყო ციხეში ყოფნა ხელს უშლიდა რეალურად პოპულარულ პოლიტიკოსს? დღეს, 21-ე საუკუნეში – პირიქით, ციხე ავტორიტეტს და გავლენას მატებს და არა უკლებს.

მაგრამ ეს ყველაფერი საკამათოა. უდავო და უეჭველი კი ერთია – დავუშვათ, დაგეთანხმებოდით, რომ ოპოზიციის სავალალო მდგომარეობა ქოცების ბრალია, მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ამ წარმოდგენას ანეიტრალებს.

ოპოზიცია საქართველოში სულ ასე იყო. ყოველთვის. რაც დღეს ხდება, იგივე ხდებოდა ბოლო 35 წელი. მაშინაც კი, როდესაც არავინ არავის იჭერდა, ოპოზიციას ჰქონდა განვითარებისთვის სრულიად ნორმალური პირობები.

ის, რაც დღეს ხდება, არ ხდება მხოლოდ დღეს. ოპოზიცია დღევანდელი შემადგენლობით სულ ასეა.

გაიხსენეთ 2024 წლის მარტი – არც ციხეში არავინ იჯდა, არც უფულობა ახრჩობდა ოპოზიციას და არც გაუქმებას არავინ უპირებდა, მაგრამ იყო ერთ-ერთში ის, რაც დღეს გვაქვს.

გახსოვთ, ყველა, მათ შორის იდეური ანტიქოცები, დარწმუნებული იყო, რომ „ოცნება“ იგებდა?

მერე იყო აგენტების კანონი და რეპრესიები, რამაც „ოცნების“ ავტორიტეტს დიდი ზიანი მიაყენა და ამან ოპოზიცია გარკვეულწილად გამოაცოცხლა.

მაგრამ დღეს ისევ იმავე რეალობაში ვართ, რაც იყო 2024-ში. არავის სჯერა, რომ 2028-მდე ოპოზიციას შეუძლია თვითმკვლელობის პროცესის შეჩერება.

თუ ასე გაგრძელდა, ბოლო პროგნოზირებადი იქნება – მოხდება ის, რაც მოხდა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე: ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი უბრალოდ დაიკიდებს.

თუ რამე არ შეიცვალა, ასე მივალთ 2032 წლამდე და მივიღებთ იგივე შედეგს.

მე არაერთხელ დამიწერია, რა არის ოპოზიციის გაჯანსაღების ერთადერთი გზა.

გამსხვილება. უნდა გვყავდეს 2 დიდი ოპოზიციური პარტია და არავითარი ალიანსები, კოალიციები, „ვაშა, ოპოზიცია გაერთიანდა!!“.

არავითარი „10 პარტია გაერთიანდა“. არავითარი „ერთიანობა არ ნიშნავს ერთიან სიას“, არავითარი „ჩვენ ერთმანეთთან კოორდინაციაში ვიმოქმედებთ, მაგრამ არჩევნებზე ერთიანი სიით არ წავალთ“.

ეს 35-წლიანი მრავალპარტიული მასტურბაცია – „მიზანი ერთი გვაქვს, საშუალებები და ხედვები გვაქვს განსხვავებული“ – უნდა დასრულდეს.

მხოლოდ 2 დიდი პარტია. ერთი – „ნაცმოძრაობა“. მარტო, ყოველგვარი „კოალიციის“ გარეშე.

მეორე – არანაცური ოპოზიცია. ამ ველზე მოქმედი ყველა პარტია – „გირჩი“, „დროა“, „ახალი“, „ლელო“, გახარია – იშლება, მათ ბაზაზე იქმნება ერთიანი პარტია. არა კავშირი, არა კოალიცია, არა ალიანსი.

ერთი პარტია.

სხვა გზა არაა. 20 პატარა პარტია 1 დიდ პარტიას ვერ დაამარცხებს დემოკრატიის პირობებშიც კი, არათუ ავტოკრატიაში.

სხვა არანაირი შანსი არაა. ესეც არაა გარანტია, მაგრამ შანსი მაინც. დღევანდელი მდგომარეობა შანსსაც არ ტოვებს.

ცალკე თემაა ოპოლიდერების სიჩლუნგე – მათ ყველას ემუქრება ემიგრაცია, ციხე, გაუქმება და ათასი უბედურება.

ზუსტად იციან – ცალ-ცალკე ყველა დაიღუპება, მოგებული არ დარჩება არც ერთი. გარანტირებულად. 100%-ით.

და ამის მიუხედავად, ისინი ვერ ახერხებენ საკუთარ ამბიციებზე გადაბიჯებას.

რაზე უნდა ელაპარაკო ამის შემდეგ?“ – წერს თენგიზ აბლოთია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა