ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

სოსო რობაქიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ, პარტია უნდა გაუქმდეს, პირადად მე ჩავუდგები სათავეში

ნახვები: 618 სოსო რობაქიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ, პარტია უნდა გაუქმდეს, პირადად მე ჩავუდგები სათავეში

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ, ეს პარტია უნდა გაუქმდეს, პირადად მე ჩავუდგები ამას სათავეში, დავანახებთ ევროპასა და ამერიკას, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ეს არის იმის ბრალი, რომ რეჟიმი არ გასამართლდა, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა.

როგორც სოსო რობაქიძემ ნორვეგიის საელჩოსთან აქციაზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში ნორვეგიისგან ჯილდოს გადაცემა მიუღებელია.

„სტალინი და ბერია თავისი ხელით კი არ ხვრეტდა ხალხს, სისტემას ქმნიდნენ ისეთს და 37-38 წლამდე იყო რეპრესიული. როცა ნულოვან ტოლერანტობას აცხადებ, როცა ტყვიები არ გენანება, რაკეტების ბრძანება მე გავეცი აფრასიძეების საქმეში? პასუხი არ უნდა აგო? დღეს რომ რაღაც მოხდება, ყველაფერს ხომ აბრალებენ ამ მთავრობასა და ივანიშვილს, ვერ გავიგე, მაშინ რაც მოხდა, იმათ არ უნდა დაბრალდეთ? მე ვითხოვ და ჩავუდგები სათავეში ალბათ აპრილ-მაისში, ეს რეჟიმი უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაუქმედეს და მილიონ ათასზე მეტი ხელმოწერა უნდა იყოს. პირადად დავიწყებ ამას და დავანახებთ ევროპასა და ამერიკას, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ეს არის იმის ბრალი, რომ რეჟიმი არ გასამართლდა. ჰიტლერმა ექვსი მილიონი ებრაელი დახვრიტა და თითო კაცის საქმე რომ გამოეძიებინათ, დღესაც დაუმთავრებელი იქნებოდა, რეჟიმი უნდა გასამართლდეს და გაუქმდეს პარტია“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა