გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ეროვნული ბანკი - 2023 წლის თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი, შემცირდა

ნახვები: 488 ეროვნული ბანკი - 2023 წლის თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი, შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2023 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 9.46 მლნ ლარით, ანუ 0.02%-ით შემცირდა და თებერვლის ბოლოს 44.45 მლრდ ლარი შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 144.87 მლნ ლარით, ანუ 0.59%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 154.32 მლნ ლარით, ანუ 0.77%-ით შემცირდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2023 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.35 მლრდ ლარის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.12%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით 12.32 მლრდ ლარის სესხი, რაც წინა თვეს 0.38%-ით ჩმორჩება.

მათივე ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის თებერვლის განმავლობაში 0.18%-ით, ანუ 42.04 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 23.84 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წლის თებერვლის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.35 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.34 პროცენტული პუნქტით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა