გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპულ საბჭოს - თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მტკიცედ იქნება ორიენტირებული უკრაინის გამარჯვებაზე, გამარჯვებას წელსვე მოვიპოვებთ

ნახვები: 491 ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპულ საბჭოს - თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მტკიცედ იქნება ორიენტირებული უკრაინის გამარჯვებაზე, გამარჯვებას წელსვე მოვიპოვებთ

თუ ჩვენს თანამშრომლობაში არ იქნება შეფერხება ან სტაგნაცია, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მტკიცედ იქნება ორიენტირებული უკრაინის გამარჯვებაზე, გამარჯვებას წელსვე მოვიპოვებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში მიმდინარე ევროპული საბჭოს სხდომაზე ონლაინ ფორმატში საუბრისას განაცხადა.

„არავინ იცის დანამდვილებით რამდენ ხანს გაგრძელდება ომი და რომელი ბრძოლები მოგვიტანს უფრო სწრაფ წარმატებას და რომელს მეტი ძალისხმევა დასჭირდება. მაგრამ ცხადია, რომ თუ ჩვენს თანამშრომლობაში არ იქნება შეფერხება ან სტაგნაცია, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მტკიცედ იქნება ორიენტირებული უკრაინის გამარჯვებაზე, გამარჯვებას წელსვე მოვიპოვებთ. დრო მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თვეები და კვირები, არამედ დღეებიც. რაც უფრო სწრაფად ვიმოქმედებთ ერთად - მით მეტ სიცოცხლეს გადავარჩენთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა დაასახელა ხუთი ძირითადი საფრთხე, რომელიც უკრაინასა და ევროპას კიდევ უფრო აშორებს მშვიდობის მიღწევასა და ომის დასრულებისგან.

კერძოდ, მისი თქმით, ეს არის უკრაინის არმიისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და თანამედროვე თვითმფრინავების მიწოდების შეფერხება, ახალი მკაცრი სანქციების პაკეტების მიღების შეფერხება, უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებისა და „მშვიდობის სამიტის“ ორგანიზების შეფერხება და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის შეფერხება.

აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სამიტზე ონლაინ ფორმატში „უკრზალიზნიციას“ მატარებლიდან ისაუბრა.

„მოხარული ვარ, მოგესალმოთ დღეს, როგორც ყოველთვის, მაგრამ ოდნავ განსხვავებულ ფორმატში. ვსტუმრობ ქალაქებს, რომელთა დანგრევას რუსეთი ცდილობს. დონბასის ქალაქები, ჩვენი ხარკოვი - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ცენტრი, ჩვენი ხერსონი - უკვე გათავისუფლებული არიან რუსული ოკუპაციისგან, მაგრამ რუსეთის ტერორისტულ დარტყმებს განიცდიან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი გუშინ გაიხსნა. მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ესწრებიან. შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომი და ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის მხარდაჭერის გაგრძელებაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა