გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ხატია დეკანოიძე - ვანო მერაბიშვილს საუბარს ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ პარტიის სახელით მისი საუბარი დამაზიანებელია

ნახვები: 492 ხატია დეკანოიძე - ვანო მერაბიშვილს საუბარს ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ პარტიის სახელით მისი საუბარი დამაზიანებელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საპარლამენტო ბოიკოტი არ არის ერთადერთი საკითხი, რის გამოც პარტიისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.

მისივე თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება თქვენთვის ფართოდ იქნება ცნობილი ყველა ნიუანსით და მიზეზით. ბოიკოტი არ არის ერთადერთი თემა, რაზეც პარტიისგან განსხვავებული პოზიცია მაქვს. პარტიაში ჩემი უკმაყოფილება იყო პოლიტსაბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ვფიქრობ, გამჭვირვალედ არ ჩატარდა, ასევე 9 აპრილის აქციასთან, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან და ასე შემდეგ. თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე თავიდანვე განსხვავებული პოზიცია მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ პირადული არანაირი პრობლემა არ მაქვს და ლევან ხაბეიშვილი იყო ძალიან კარგი ანტიკორუფციული მიმართულებით, საკრებულოს ძალიან კარგი წევრი, ასევე ძალიან კარგი ახალგაზრდა პოლიტიკოსი, მიზეზები დავასახელე, მათ შორის ის, რომ ყველა წევრის ინტეგრაცია შეიძლება ვერ მოხდეს და ეს პოლიტსაბჭოზე დადასტურდა. სხვადასხვა განსხვავება მაქვს და პრინციპში, ამაში ერთ-ერთი როლი ითამაშა ვანო მერაბიშვილის ძალიან აქტიურმა ჩართულობამ. ვანო მერაბიშვილს საუბარს ვერავინ აუკრძალავს, რადგან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, მაგრამ, პარტიის სახელით მისი საუბარი დამაზიანებელია, რადგან 2012 წლის პარადიგმიდან უნდა გამოვიდეთ. ვფიქრობ, პარტიამ თავისი ზიანი უკვე მიიღო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა