გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

ჯანდაცვის მინისტრის ანონსი და მედიკოსების საგანგებო მიმართვა

ნახვები: 493 ჯანდაცვის მინისტრის ანონსი და მედიკოსების საგანგებო მიმართვა

ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ - მედიკოსები ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა მათთვის სრულიად მოულოდნელად რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა.

განცხადების მიხედვით, რესპუბლიკურის ნგრევის დაანონსებას დროში საეჭვოდ დაემთხვა კლინიკის თანამშრომლების "ბინძური დისკრედიტაციის მცდელობა".

მედიკოსები კლინიკის სერვისების მიზანმიმართულ გაუქმებაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ  უკვე დაიხურა დიდი გამოცდილების მქონე კოვიდ თერაპიის და  პედიატრიული  განყოფილებები. ასევე იქმნება პირობები სხვა დეპარტამენტების ლიკვიდაციაზეც.

ირკვევა ისიც, რომ კლინიკის 1000 - ზე მეტი თანამშრომლის უმუშევარი რჩება.

tvpirveli.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მოგმართავთ აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლების ღია წერილით.

როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ ხანს გამოცხადდა კლინიკის რეაბილიტაციის აუცილებლობის შესახებ. ვინაიდან  „რესპუბლიკური საავადმყოფო“ წარმოადგენს სახელმწიფო კლინიკებს შორის უდიდეს მრავალპროფილურ დაწესებულებას, რომელიც ყოველთვის იდგა ჯანდაცვის სისტემის სათავეში.  გვინდა შეგახსენოთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის იყო და არის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების მიმღები მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრი. ამის დასტურია 9 აპრილი, თბილისის სამოქალაქო, აფხაზეთის და აგვისტოს ომები. მარტო ის გარემოება რად ღირს, რომ კოვიდ პანდემიის დროს კლინიკამ „ფორს - მაჟორულ“ რეჟიმში გაატარა 20000 პაციენტი.

კლინიკა, რომელიც მდებარეობს  ქალაქის ცენტრალურ რაიონში, არის ერთადერთი სახელმწიფო კლინიკა, რომელიც გამორჩეულია ჯანდაცვის ობიექტებს შორის თავისი ადგილმდებარეობით, ისტორიით, ინტელექტუალური პოტენციალით და არ გააჩნია სხვა ალტერნატივა. 

დღეს კლინიკა დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა დაანონსა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით. ეს იმ  პირობებში, როდესაც სულ რაღაც ერთი წლის წინ რესპუბლიკურის კოლექტივს სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდა შენობის რეაბილიტაციის შესახებ. რათქმაუნდა არქიტექტურული და ტექნიკური გათვლებით, რაც თანხვედრაში იყო ჩვენს მრავალწლიან მოლოდინთან. რესპუბლიკურის ნგრევის დაანონსებას დროში საეჭვოდ დაემთხვა კლინიკის თანამშრომლების ბინძური დისკრედიტაციის მცდელობა მასმედიის საშუალებების მიერ. ამასთან ერთად მიმდინარეობს კლინიკის სრულყოფილად ფუნქციონირებაში მიზანმიმართული ხელისშემშლელი პროცესები. კერძოდ: კლინიკის სერვისების მიზანმიმართული გაუქმება.  უკვე დაიხურა დიდი გამოცდილების მქონე კოვიდ თერაპიის და  პედიატრიული  განყოფილებები. ასევე იქმნება პირობები სხვა დეპარტამენტების ლიკვიდაციაზეც.
ბუნებრივია, ყოველივე ზემოთაღნიშნული იწვევს კლინიკის თანამშრომლების მღელვარებას. ამას თან ერთვის ის, რომ კლინიკის 1000 - ზე მეტი თანამშრომლის უმუშევარი რჩება.

კლინიკური მედიცინის ალმა-მატერის, რომელიც იყო და არის სამედიცინო კადრების აღზრდის საფუძველი. მასში დღესაც არაერთი ახალგაზრდა გადის სწავლებას. ამასთან, კლინიკა არის ყველა სამედიცინო ნოვაციის სათავეში. მარტო ის რად ღირს, რომ პირველი : ემერჯენსის“ სერვისი ამ კლინიკაშ შეიქმნა და დღეს ქვეყანაში ამ სერვისში მოღვაწე ყველა ხელმძღვანელი რესპუბლიკურში აღიზარდა. 
მოგმართავთ თხოვნით, გაეცნოთ ამ რთულ ვითარებას და მოგვაწოდოთ ინფორმაცია ჩვენთვის პასუხგაუცემელ კითხვებზე. 

ამასთანვე, გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინოცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა"- წერენ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები.

 

 
 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა