გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი: ვამაყობ ჩემი გუნდით

ნახვები: 492 საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი: ვამაყობ ჩემი გუნდით

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები 38:11 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მატჩის შემდეგ „ბორჯღალოსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა აღნიშნა, რომ, რთული თამაშის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა მოახერხა მეტოქის დამარცხება და ტიტულს დამსახურებულად დაეუფლა:

“პორტუგალიის ნაკრებთან მძიმე და რთული თამაში გამოვიდა, მაგრამ ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელმაც შეძლო ამ რთული მატჩის მოგება.

პირველ ტაიმში პორტუგალია კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში თამაში დავალაგეთ, უკეთესად ავთამაშდით, ნაკლებ შეცდომას ვუშვებდით, რამაც საბოლოოდ ის შედეგი მოიტანა, რომ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

შეგახსენეთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მოუგო გერმანიას (75:12), ნიდერლანდებს (40:8), ესპანეთს (41:3), ნახევარფინალში დაამარცხა რუმინეთი (31:7), ფინალში კი სძლია პორტუგალიას (38:11) და რაგბი ევროპის გამარჯვებული გახდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა