გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

მიხეილ სარჯველაძე - აუცილებელია სამართლებრივი გზებით სწორი კვალიფიკაციის მიცემა იმისთვის, რაც ხდება უკრაინაში

ნახვები: 490 მიხეილ სარჯველაძე - აუცილებელია სამართლებრივი გზებით სწორი კვალიფიკაციის მიცემა იმისთვის, რაც ხდება უკრაინაში

აუცილებელია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გზებით სწორი კვალიფიკაციის მიცემა იმისთვის, რაც ხდება უკრაინაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემაზე საუბრისას განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, მთავარია, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩამოყალიბებულია, რომ ამ გზით სვლა არის მართებული.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, შემდგომ პროცესებს დააკვირდებიან.

„პროცედურებია განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს სამართლებრივი რეაგირება იმ მოვლენებზე, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს. სწორი მიდგომაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, იმ ფორმატებით, რომლებიც შექმნილია თანამედროვე კაცობრიობის მიერ სამართლებრივი ინსტრუმენტების სახით, პასუხს სცემს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. ეს პროცესი გაგრძელდება აუცილებლად. ვფიქრობ, აუცილებელია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გზებით სწორი კვალიფიკაციის მიცემა იმისთვის, რაც ხდება უკრაინაში. რაც შეეხება შემდგომ პროცესებს, ამას დავაკვირდებით. წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ იქნება მართებული. მთავარია, რომ პროცესი მიმდინარეა, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩამოყალიბებულია, რომ ამ გზით სვლა არის მართებული და სწორი მიმართულება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა