ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი - მაინტერესებს, ვინ იყო რევაზ კიკნაძის ორგანიზატორი და ვინ დაავალა, რომ „სალფეთქი“ გადაეგდო?
შსს - დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, მ.შ 7 არასრულწლოვანი
ელენე ხოშტარია - ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი „ოცნებამ“ ინსტიტუციურად მოკლა
რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
დონალდ ტრამპი - შეერთებულ შტატებს შეუძლია, ირანის ნავთობზე კონტროლი დაამყაროს და ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრი, კუნძული ხარგი დაიკავოს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - შესაბამის ორგანოებს დავავალე, ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის აღდგომის ტაძარში სრული და დაუყოვნებელი წვდომა მისცენ
კაია კალასი - იერუსალიმში თაყვანისცემის თავისუფლება ყველა რელიგიისთვის სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, იერუსალიმის მრავალრელიგიური ხასიათი უნდა იყოს დაცული

ლევან იოსელიანის განცხადებით, სტუდენტებთან შეხვედრაზე, ახალგაზრდების მთავარი თხოვნა მათთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში სახალხო დამცველის აპარატის აქტიური მონაწილეობა იყო

17.03.2023 ნახვები: 572

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღეს, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, ახალგაზრდების მთავარი თხოვნა მათთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში სახალხო დამცველის აპარატის აქტიური მონაწილეობა იყო.

როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, 7, 8 და 9 მარტს გამართულ აქციებთან დაკავშირებით დაგეგმილ სასამართლო პროცესებზე სახალხო დამცველი სტუდენტების წარმომადგენელი ვერ იქნება, თუმცა მას უფლება აქვს, პროცესს დააკვირდეს.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის წინააღმდეგი არ არის.

“დღეს, სახალხო დამცველის ოფისში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. მათი შეხედულებები მოვისმინე. ისინი ითხოვენ, რომ მათ გარშემო დაგეგმილ სასამართლო პროცესებში სახალხო დამცველი აქტიურად ჩაერთოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავთანხმდით მათ. რაც შეეხება სტუდენტთა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბებას, როგორ შეიძლება, ჩვენი პოზიცია ამის საწინააღმდეგო იყოს?

სახალხო დამცველის აპარატმა, თავის ანგარიშში, ის მოვლენები შეაფასა, რომლებიც 7-8-9 მარტს აქციებზე მიმდინარეობდა. ჩვენ სტუდენტებს ისიც ავუხსენით, რას გულისხმობს სახალხო დამცველის მანდატი. სახალხო დამცველი სასამართლოში ვინმეს წარმომადგენელი ვერ იქნება, მას შეუძლია, პროცესს დააკვირდეს. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხნის განმავლობაში თვითონ ადვოკატი ვიყავი და ვაწარმოებდი საქმეებს, რომლებიც პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას ეხებოდა, სტუდენტებს გავაცანი მსგავს საქმესთან დაკავშირებული მოსალოდნელი შედეგები”, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა