ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „აინტრახტი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს

ნახვები: 617 კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „აინტრახტი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლა, კვლავ დაამარცხა 3:0 და მეოთხედფინალში გავიდა.

პირველი შეხვედრა ფრანკფურტში იტალიელებმა 2:0 მოიგეს და მეოთხედფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგეს.

პირველი საგოლე მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, რომელიც მე-19 წუთზე მეკარეს მიუახლოვდა და ძლიერად დაარტყა, მაგრამ კევინ ტრაპმა აჯობა. ხვიჩას გატანა 43-ე წუთზეც შეეძლო, მაგრამ გერმანელმა კიპერმა კვლავ საიმედოდ ითამაშა.

 

მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიას წამოწყებული შეტევა პოლიტანომ და დი ლორენცომ განავითარეს, ოსიმენმა კი დუბლით იტალიელთა უპირატესობა უფრო შთამბეჭდავი გახადა. კვარაცხელიამ 61-ე წუთზე კიდევ ერთხელ სცადა გატანა, მაგრამ ტრაპმა ისევ მშვენიერი რეაქიცა გამოავლინა.

64-ე წუთზე გერმანელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც პიოტრ ჟელინსკიმ შეასრულა და ფაქტობრივად, თამაშის ბედი გადაწყდა.

 

#1TVSPORT

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა