გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გალში წვრთნებს ატარებენ

ნახვები: 489 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გალში წვრთნებს ატარებენ

გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების ძალებისა და სპეცსამსახურების წვრთნები რეგულარულად ტარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. რესპუბლიკის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ უფროსმა დიმიტრი დბარმა განუცხადა.

„წვრთნები მაქსიმალურად ახლოსაა ბრძოლასთან - კონტრტერორიზმისა და დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ. ასეთი წვრთნები რეგულარულად ტარდება კვარტალში ერთხელ. აქ განთავსებული სპეცრაზმი გაწვრთნილი და სრულად აღჭურვილია ამ წვრთნების ჩასატარებლად“ , - აღნიშნა დბარმა.

მისივე თქმით, წვრთნებში ჩართულ სტრუქტურებს შორის ურთიერთქმედება დამყარდა.

„მსოფლიოში შექმნილი ვითარებისა და შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენ უფრო ხშირად ჩავატარებთ მსგავს ღონისძიებებს, რათა შევიმუშაოთ მექანიზმები მოსახლეობის ანტიტერორისტული დაცვის უზრუნველსაყოფად. შეასრულონ მათზე დაკისრებული საბრძოლო ამოცანები“, - აღნიშნა დეპარტამენტის უფროსმა.

„წვრთნები“ კვირას დაიწყო, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სახელით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა