ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციაში 78-ე მუხლი პირადად ჩემი ხელით არის დაწერილი, ამ მუხლის შეხსენება არც მე მჭირდება და არც ჩემს კოლეგებს

ნახვები: 611 ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციაში 78-ე მუხლი პირადად ჩემი ხელით არის დაწერილი, ამ მუხლის შეხსენება არც მე მჭირდება და არც ჩემს კოლეგებს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი არ იყო წინააღმდეგობაში ჩვენს ევროპულ მომავალთან, პირიქით, ის უზრუნველყოფდა ორგანიზაციების გამჭვირვალობას, გამჭვირვალობა არის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი პრინციპი, თუმცა მეორე იყო აღქმა და ჩვენ ამ აღქმას ანგარიში გავუწიეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის მოამბეში“ განაცხადა.

კითხვაზე, რატომ დასჭირდათ მოქალაქეებს მისთვის კონსტიტუციის 78-ე მუხლის შეხსენება, რომლის ავტორიც თავადაა, კობახიძე პასუხობს, რომ კონსტიტუციაში 78-ე მუხლი თავისი ხელით ჩაწერა და ამ მუხლის შეხსენება არც მას სჭირდება და არც მის კოლეგებს.

 „რაც შეეხება იმ პროცესებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში განვითარდა – გარკვეული აღქმა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ინიცირებული კანონი ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ეს აღქმა ობიექტურ საფუძველს არ ეფუძნებოდა, თუმცა აღქმას ყოველთვის აქვს თავისი ლეგიტიმური არსებობის უფლება. ყოველ შემთხვევაში, ეს აღქმა მხედველობაში იყო მიღებული ჩვენი მხრიდან, როდესაც გადაწყვეტილება მივიღეთ ამ კანონპროექტის უკან გამოწვევის თაობაზე. თავისთავად, ამ კანონის მიზანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, თავისი არსით გამჭვირვალობა წინააღმდეგობაში ვერ იქნება ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან. სწორედ ამ რწმენით დაინიცირდა ის კანონპროექტი, რომელიც შემდეგ ვნებათაღელვის საგანი გახდა. ვფიქრობ, რომ ამას რეალური მიზეზი არ ჰქონდა, თუმცა როცა არის ვნებათაღელვა, არ არის მიტანილი სათანადოდ კანონი საზოგადოებამდე, ასეთ დროს საჭიროა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. მარტივად დაიბრენდა ეს კანონი ორი სიტყვით და ეს ორი სიტყვა ნებისმიერ არგუმენტს ისხლეტდა, რომელიც კანონის შინაარსს უკავშირდებოდა. სინამდვილეში, თუ კანონის შინაარსს გავყვებით, არავითარი კავშირი არ აქვს მის რუსულ ანალოგთან, არც ამერიკულ ანალოგთან. უბრალოდ, იყო ბრენდირება, რის წინააღმდეგაც, სამწუხაროდ, არგუმენტები არ იყო საკმარისი“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა