ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

"ვახტანგ გომელაურის მასტერკლასი, შსს-მ უშეცდომოდ იმუშავა" - "ხალხის ძალის" წევრი დარბევაზე

ნახვები: 610 "ვახტანგ გომელაურის მასტერკლასი, შსს-მ უშეცდომოდ იმუშავა" - "ხალხის ძალის" წევრი დარბევაზე

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ გომელაურმა მასტერკლასი უჩვენა დემოკრატიულ მსოფლიოს.

"ვახტანგ გომელაურის მასტერკლასი დემოკრატიულ მსოფლიოს

აწი რაც არ უნდა მოხდეს, შსს-მ უშეცდომოდ იმუშავა. 
ვამაყობთ თქვენით!" - წერს ის.

შეგახსენებთ, რომ სწორედ "ხალხის ძალის" ინიცირებული რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პოლიციამ გუშინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხი დაარბია, გამოიყენა რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. მაშინ, როდესაც რობოკოპები მშვიდობიან მოქალაქეებს უსწორდებოდნენ, პარლამენტიდან სახელისუფლებო დეპუტატებს მშვიდად აპარებდნენ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა