ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ტოდ რობინსონი - „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს

ნახვები: 607 ტოდ რობინსონი - „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს

კანონი ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტოდ რობინსონმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ტოდ რობინსონმა აღნიშნა, საქართველოს ინტერესები გამოხატულია ევროინტეგრაციაში და ევროინტეგრაციულ მისწრაფებებში.

„კანონი ეფუძნება რუსეთის ინტერესებს და არ ეფუძნება საქართველოს ინტერესებს. საქართველოს ინტერესები გამოხატულია ევროინტეგრაციაში და ევროინტეგრაციულ მისწრაფებებში. კანონი ნამდვილად ხელს არ უწყობს ამ მისწრაფებებს. ეს არ არის კარგი კანონი. რაც უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებიც მიიჩნევენ, რომ არ არის ეს კანონი კარგი. ჩვენ გვექნება თანამშრომლობა, პარტნიორებთან ვსაუბრობდით ამ თემაზე, როგორ შევუწყოთ ხელი საქართველოს პრიორიტეტს, რაც გახლავთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

საქართველოს ინტერესებს ეს კანონპროექტი არ ემსახურება. საქართველოს ინტერესები გამოხატულია ევროპატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახით. ჩვენ ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მიერ გაცხადებულ ამბიციას“, – განაცხადა ტოდ რობინსონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა