გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს - არასამთავრობოების წარმომადგენლები აჭარიდან მაჟორიტარებს მიმართავენ

ნახვები: 492 არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს - არასამთავრობოების წარმომადგენლები აჭარიდან მაჟორიტარებს მიმართავენ

აჭარაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ჟურნალისტები და აქტივისტები რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს - რესან კონცელიძეს, ანზორ ბოლქვაძეს და ზაალ მიქელაძეს მიმართავენ. 

ისინი მაჟორიტარ დეპუტატებს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ  რუსულ კანონს.  მესამე სეწტორის წარმომადგენლები ამბობენ რომ, კანონი ეხება ყველას: 

"ბატონო, თქვენ წარმოადგენთ რეგიონის ხმას საქართველოს პარლამენტში და გვინდა ჩვენი მოსაზრებებიც გაახმოვანოთ, გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდეთ და არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, არ შეაჩეროთ ქვეყნის განვითარება, არ შეუქმნათ საფრთხე საქართველოს ევროპულ მომავალს. ნუ დაეხმარებით ქვეყანაში სამოქალაქო სექტორისა და მედიის ჩარჩოებში მოქცევას, უამრავი ადამიანის დახმარების გარეშე დარჩენას, დემოკრატიული წინსვლის შეფერხებას. 

ეს კანონი შეეხება აბსოლუტურად ყველას, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ყველა მიმართულებით, ეს იქნებიან ბავშვები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მეცნიერები, დევნილები, უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანები, უსახლკაროები, მოხუცები, მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებლები, სტუდენტები და სხვა ბევრი. მათი პრობლემების გამხმოვანებლები კი დიდწილად დამოუკიდებელი მედიასაშუალებები არიან, რომლებიც ასევე დონორების დაფინანსებით ახერხებენ მუშაობას. თუ ამ ქვეყანაში რამე კარგი კეთდება, ეს მხოლოდ უცხოური ფონდების და დაფინანსების დახმარებით. 

კანონი კი ემყარება ცრუ ნარატივს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს უცხოურ აგენტებად წარმოაჩენს, როცა სინამდვილეში ყველაზე მეტად ეს სექტორები მუშაობენ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე მოქმედებენ მკაცრი რეგულაციებისა და ზედამხედველობის ქვეშ და შემოთავაზებული კანონი ბევრად სცილდება იმას, რაც აუცილებელია რეალური პრობლემების მოსაგვარებლად.

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, მხარს უჭერენ დემოკრატიას და გვეხმარებიან სოციალური საკითხების მოგვარებაში. ეს ჩვენს რეგიონშიც უამრავ ადამიანს უგრძვნია და მრავალნაირი დახმარება, ხელშეწყობა, ცოდნა მიუღია ასეთი ორგანიზაციებისა თუ ჟურნალისწტებიგან. გვინდა ისევ გავაგრძელოთ კარგი საქმეების კეთება, საქართველოს განვითარებაში სხვადასხვანაირი წვლილის შეტანა, უკეთესი ქვეყნის აშენება. 

მოგმართავთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, არ უთხრათ უარი საქართველოს განვითარებას და ევროპულ მომავალს", - წერია მიმართვაში. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა