გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

არმაზ ახვლედიანი - მავნებლური, რუსული კრემლის პროექტი ყველას გვეხება - სრული მხარდაჭერა გვაქვს დასავლელი პარტნიორებისგან და მავნებლურ „ქართულ ოცნებას“ წელში გადავტეხავთ

ნახვები: 491 არმაზ ახვლედიანი - მავნებლური, რუსული კრემლის პროექტი ყველას გვეხება - სრული მხარდაჭერა გვაქვს დასავლელი პარტნიორებისგან და მავნებლურ „ქართულ ოცნებას“ წელში გადავტეხავთ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ პროტესტი ყველა ფორმით იქნება, რაც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით და კონსტიტუციით.

როგორც მან საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განმარტა, ოპოზიცია მავნებლურ „ქართულ ოცნებას“ წელში გადატეხავს.

„ქართლი ოცნების“ გაუგონარი მზაკვრული ნაბიჯების გამო საქართველო წარმოუდგენელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ევროპული მომავალი და ყველაფერი დადგა არა უბრალოდ კითხვის ქვეშ, ფაქტობრივად, ამ მავნე მმართველობის მეცადინეობით ეს ფანჯარა იხურება. ამიტომაც ჩვენი ამოცანა ახლა არის ის, რომ მიუხედავად განსხვავებულობისა საპარლამენტო ოპოზიციამ ერთიანი პლატფორმის შემუშავება შეძლოს და ერთიანი ძალით ამ მზაკვრობას წინ აღვუდგეთ. მზაკვრობას, რომელიც მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ საქართველომ დაკარგოს სრულად და საბოლოოდ ევროპული პერსპექტივა, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის არჩევანი უგულვებელყოფილი იყოს. კონსტიტუციური ნორმების სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. კონსტიტუციის მთავარი ნორმა, მოთხოვნა ჩვენი ევროპული პერსპექტივის შესახებ "ოცნებამ" უზარმაზარი საფრთხის წინაშე დააყენა. ამიტომაც, ჩვენ ერთობლივად ვიმოქმედებთ, ორგანიზებულად, იმედი გვაქვს საზოგადოების განსაკუთრებული აქტიურობის, ჩართულობის. იმიტომ, რომ ვიცით, რომ ეს მავნებლური, რუსული კრემლის პროექტი ყველას გვეხება. ის გულგრილს არ დატოვებს არავის და რა თქმა უნდა, სრული მხარდაჭერა გვაქვს დასავლელი პარტნიორებისგან და ვიცით, რომ მავნებლურ „ქართულ ოცნებას“ წელში გადავტეხავთ, დარწმუნებული ვარ მათ მიმართ აკრძალვებიც, სანქციებიც, ინდივიდუალურად იქნება, ვინც ამ პროექტის კანონად ქცევას ხელს მოაწერს.

ამ შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი, შესაბამისად ყველას დავუკავშირდი, ყველა მოვიწვიე და უნდა გითხრათ, რომ არავის უარი არ უთქვამს მოსვლაზე. თუ ვინმე ვერ დაგვესწრო მხოლოდ ობიექტური მიზეზების გამო, როგორც მე ვიცი. არავითარი პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობს, შემიძლია გითხრათ პირდაპირ, ჩვენ სხვადასხვა მოსაზრება მნიშვნელოვან თემებზე გვაქვს, მაგრამ ეს არის თემა, რომელზეც ერთი აზრი გვაქვს, აზრია არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსულ კანონს არ მივაღებინებთ.

გეგმა მარტივია, ხვალ დილიდან დაიწყება განხილვები კომიტეტებზე, შემდეგ ბიუროს სხდომაა, ზეგ სესიაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს განხილვა „ქართული ოცნების“ სტილში არ შედგეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს, რომ საქართველოს თავს კრემლის კანონმდებლობა მოახვიოს. არ გაგიკვირდეთ, რომ ყველა ფორმით პროტესტი იქნება, რაც დაშვებულია ჩვენი კანონმდებლობთ და კონსტიტუციით, ყველაფერს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს მავნებლობა „ქართულ ოცნებას“ არ გაუვიდეს“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა