გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

მირჩა ჯოანა - ველოდებით განახლებული საომარი მოქმედებების უფრო ფართო მასშტაბის პერიოდს, ომს, რომელიც სავარაუდოდ გაგრძელდება

ნახვები: 487 მირჩა ჯოანა - ველოდებით განახლებული საომარი მოქმედებების უფრო ფართო მასშტაბის პერიოდს, ომს, რომელიც სავარაუდოდ გაგრძელდება

ჩვენ ველოდებით განახლებული საომარი მოქმედებების უფრო ფართო მასშტაბის პერიოდს, ომს, რომელიც სავარაუდოდ გაგრძელდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს ამ ომში, რადგან უკრაინის წარმატება დასავლეთის წარმატებაა.

„ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, თუნდაც ადგილობრივ დონეზე, ნიშნავს ესკალაციას, ხაზის გადაკვეთას, რასაც შედეგები მოჰყვება და ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართ დაშინების ომის მოწმენი. ჩვენ ადგილზე ვერ ვხედავთ რუსეთის სამხედრო განზრახვას, რომ მიაღწიოს ესკალაციის ასეთ დონეს“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მოლდოვის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

„მოლდოვას დასავლეთთან შეერთების რეალური პერსპექტივა აქვს. რუსეთმა ეს იცის და ცდილობს მის დაბლოკვას. არა სამხედრო ძალით. მაგრამ რუსეთმა, ისევე როგორც მონტენეგროში 2016 წელს სცადა, ჰიბრიდული ომის მთელი არსენალი მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ აამოქმედა. ჩვენ ყველას გვაქვს ინტერესი, რომ მოლდოვამ წინააღმდეგობა გაუწიოს. მოლდოვის მოქალაქეების ინტერესია, შეუერთდნენ აყვავებულ, დემოკრატიულ და ცივილიზებულ ევროპას და არ დარჩნენ ნაცრისფერ ზონაში“, – აღნიშნა მირჩა ჯოანამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა