გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ვახტანგ მეგრელიშვილსა და ვლადიმერ ჩაჩიბაიას შორის დაპირისპირება მოხდა

ნახვები: 488 პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ვახტანგ მეგრელიშვილსა და ვლადიმერ ჩაჩიბაიას შორის დაპირისპირება მოხდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რის გამოც, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

დაპირისპირების მიზეზი გახდა თავდაცვის კოდექსი, რომელზეც საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს „გირჩის“ წარმომადგენლებმა. მათ შორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისაუბრა რელიგიურ ორგანიზაცია „ბიბლიურ თავისუფლებასთან“ დაკავშირებით და თქვა, რომ „გირჩი“ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით დაახლოებით 40 ათასამდე ადამიანს დაეხმარა. მათ განაცხადეს, რომ ამ ადამიანებს სახელმწიფო მონებად აქცევს, როდესაც სამხედრო სამსახურის გავლის ნაცვლად, მუშაობა ყარაულად, დარაჯად უწევთ.

„გირჩის“ წარმომადგენლების განცხადება დაგმო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ. სარჯველაძემ „გირჩის“ წარმომადგენლებს მოუწოდა, ამ ადამიანების მიმართ ნუ იყენებენ სიტყვა „მონას“.

ამასთან, „მონის“ ხსენება გააპროტესტა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმაც, რის შემდეგაც სხდომაზე იყო ხმაური, სიტყვიერი დაპირისპირება და ამის გამო, შესვენება გამოცხადდა. შესვენების დროს კი, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ვახტანგ მეგრელიშვილი და უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ჩაჩიბაია. მათ შორის იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა.

ამ დროისთვის სხდომა განახლდა. სხდომაზე მსჯელობენ თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ თავდაცვის კოდექსზე, თავდაცვის რეფორმაზე, რასაც ეწინააღმდეგება პარტია „გირჩი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა