მეუფე ზენონი: სიტყვით ტერიტორია საქართველოს ეკლესიას ეკუთვნის, დე ფაქტო კი მას მოსკოვი აკონტროლებს
ანდრია ჯაღმაიძე: მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგმება
ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day

თორნიკე შენგელია - მეამაყება, რომ ჩემი ხალხის გახარების საშუალება მომეცა

ნახვები: 605 თორნიკე შენგელია - მეამაყება, რომ ჩემი ხალხის გახარების საშუალება მომეცა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ისლანდიასთან მატჩის შემდეგ თორნიკე შენგელიას კომენტარი ასეთი გახლდათ:

„ეს იყო ყველაზე ემოციური მატჩი, რაც საქართველოს ნაკრებში მითამაშია. საოცრად გახარებული ვარ ჩემს გუნდელებთან, მწვრთნელებთან და ყველა ქართველთან ერთად. მეამაყება, რომ საშუალება მომეცა, ჩემი ხალხი გამეხარებინა.

ურთულესი თამაში იყო. ისლანდიამ თავიდან ბოლომდე იბრძოლა. თუმცა, ჩვენმა ნაკრებმა დიდებული სამუშაო შეასრულა და მიაღწია მიზანს მატჩში, რომლის ყოველი დეტალი, ყოველი მოხსნა, ყოველი ფოლი, ყოველი შეცდომა უმნიშვნელოვანესი იყო. ეს იყო იშვიათი მატჩი, რომლის მთელ 40 წუთში ყოველი წამი ფასეული იყო“.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოს ერთდროულად სამ ქვეყანაში დაიწყება – ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში.

 

1TVSPORT

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა