ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩინეთის „სამშვიდობო გეგმაში“ არის პუნქტები, რომლებზეც შესაძლებელია მუშაობა, თუმცა ზოგიერთ მოსაზრებას არ ეთანხმება

ნახვები: 615 ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩინეთის „სამშვიდობო გეგმაში“ არის პუნქტები, რომლებზეც შესაძლებელია მუშაობა, თუმცა ზოგიერთ მოსაზრებას არ ეთანხმება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩინეთის „სამშვიდობო გეგმაში“ არის პუნქტები, რომლებზეც შესაძლებელია მუშაობა, თუმცა ზოგიერთ მოსაზრებას არ ეთანხმება.

„ეს იყო არა „სამშვიდობო გეგმა“, არა რეზოლუცია, დეკლარაცია ან რამის ინფრასტრუქტურა, ვფიქრობ, ჩინეთმა თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. როგორც უკვე ვთქვი, კარგია, რომ ჩინეთმა დაიწყო უკრაინაზე საუბარი. საკითხავი ისაა, რა არის ამ სიტყვებს მიღმა? ომის დროს უნდა გვესმოდეს, რომ სიტყვები – სიტყვებად, თუმცა საქმე გადადგმულ ნაბიჯებს ეხება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რასთან მიგვიყვანს ისინი და როგორი იქნება ჩვენთვის შედეგი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჩინეთის მიერ წარმოდგენილ „გეგმაში“ არის პუნქტები, რომლებიც ემთხვევა უკრაინის ინტერესებს.

„იქ ემთხვევა ტერიტორიული მთლიანობა. ვფიქრობ, იქ არის პატივისცემა ტერიტორიული მთლიანობისადმი. იქ არ არის მითითებული რომელი ქვეყნის მიმართ, არადა, დარღვეულია ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა. იქ საუბარია ბირთვულ უსაფრთხოებაზე. ეს ემთხვევა მშვიდობისა და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. არის გარკვეული პუნქტები, რომლებიც ჩემთვის გასაგებია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის ლიდერის თქმით, ჩინეთის წინადადებაში არის მოსაზრებები, რომლებსაც ის არ ეთანხმება. „თუმცა ეს უკვე რაღაც არის. მიმაჩნია, რომ სწორია ფიქრი, რომ თუკი იქ არის მოსაზრებები, რომლებიც გარკვეულწილად ემთხვევა საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების საკითხების პატივისცემას, ამ სიტყვის ნორმალური მნიშვნელობით, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს და ამ პუნქტში ვიმუშაოთ ჩინეთთან, რატომაც არა? ჩვენი ამოცანაა, ყველას შეკრება ერთის იზოლირებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა