გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მიმართა

ნახვები: 490 პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მიმართა

მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის, თქვენი სოლიდარობისთვის, თქვენი პოზიციისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

როგორც კლიჩკომ აღნიშნა, ქართველები არა მხოლოდ მორალურად უჭერენ მხარს უკრაინელებს, ქართველი ჯარისკაცები უკრაინელების გვერდით იბრძვიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის, თქვენი სოლიდარობისთვის, თქვენი პოზიციისთვის, თქვენ ყველზე უკეთ იცით, რა არის რუსული აგრესია, რა უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს, როგორ ცდილობს რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას. ქართველები არა მხოლოდ მორალურად უჭერენ მხარს უკრაინელებს, ჩვენ ამას ვაფასებთ. თქვენი ჯარისკაცები ჩვენ გვერდით იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. პატივს ვცემთ, 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინისთვის. რუსი ბარბაროსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი, ნაწილი, რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის. დარწმუნებული ვარ, უკრაინაც და საქართველოც, რომლის ხალხი დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფის, წარმატებით გადალახავს ამ გზას და ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ვერავინ შეუშლის ხელს ჩვენს ხალხს, გააცნობიერონ თავიანთი ცივილიზებული არჩევანი. დღეს ჩვენ ასევე ვიცავთ ევროპას და მის ღირებულებებს. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება ჩვენს გმირებს“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა