გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

რატი იონათამიშვილი - ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, ამას არასოდეს ავყვებით

ნახვები: 490 რატი იონათამიშვილი - ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, ამას არასოდეს ავყვებით

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს ანდრეი კასიანოვის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით, მიუღებელია, რომ მსგავსი პროვოკაცია უკრაინის ომის წლისთავზე კეთდება.

„ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, განსაკუთრებით, მიუღებელია, რომ მსგავსი პროვოკაცია უკრაინის ომის წლისთავზე კეთდება. დღეს პროვიკაციების მთელი კასკადი ვნახეთ. ფაქტია, რომ ამას არ უნდა ავყვეთ, რადგან ვიცით, ეს რა შედეგამდე მიგვიყვანს. როგორი ბინძური პროვოკაციაც არ უნდა იყოს, ამას არასოდეს ავყვებით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა