ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესმა საქართველოს შესახებ რეკომენდაციები მიიღო
დონალდ ტრამპი - ირანის ახალმა რეჟიმმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების განბაჟების საფასური გადაიხედა და 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების აქციზის განაკვეთი გაიზარდა
კირ სტარმერი - რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, მე ვარ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედო
NASA-ს მეორე ექსპედიცია - 2 აპრილს, თბილისის დროით 02:24 საათზე, 4 ასტრონავტი მთვარისკენ გაფრინდება
საია - სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო და წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა
დღეიდან, პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა
ტრამვაის ხაზი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში უნდა აშენდეს

საქართველომ ნიდერლანდები ალმერეში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი მოგებაღა აშორებს

24.02.2023 ნახვები: 559

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ნიდერლანდებში ითამაშა. შეხვედრის წინ ფავორიტად ჩვენი გუნდი ითვლებოდა, თუმცა მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და იოლი გამარჯვება არ გამოვიდა. საბოლოოდ 88:80 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. 

 

მსოფლიო ჩემპიონატამდე რჩება ერთი მატჩი, რომელიც აუცილებლად მოსაგებია: 26 თებერვალს საქართველო ისლანდიას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოზე ითამაშებს.

„ჯვაროსნებს“ წინა ხაზში ჰყავს თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე. მათ წინააღმდეგ ფარქვეშ თამაში შეტევაშიც რთულია და დაცვაშიც. ნიდერლანდელებს დაცვაში მართლაც გაუჭირდათ – პირველ ტაიმში ჩაგდებული 35 ქულიდან საქართველოს ნაკრებმა 24 ფარქვეშიდან მოაგროვა. თუმცა „ნარინჯისფრებს“ შეტევაში სულაც არ გასჭირვებიათ, ოღონდ არა შერმადინი-შენგელიას წინააღმდეგ – მათ თამაში ფარქვეშიდან პერიმეტრზე გადაიტანეს და საწყის 20 წუთში 15-დან 9 სამქულიანი ჩააგდეს.

სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც გაიმარჯვა ნიდერლანდებმა პირველ ტაიმში – 42:35.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრები 11 ქულით ჩამორჩა, თუმცა დაცვაში ყურადღებიანი თამაშის წყალობით სხვაობა მალე შემცირდა და როცა თორნიკე შენგელია მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სათადარიგოთა სკამზე დასვა, ანგარიში თანაბარი იყო – 62:62. კაპიტნის ნაცვლად თამაშში ბექა ბურჯანაძე ჩაერთო, რომელმაც მოედანზე შესვლისთანავე სამქულიანი ჩააგდო და გუნდი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველად დააწინაურა – 65:62.

თამაშის შემოტრიალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამქულიანები იყო: თუ პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს ერთადერთი სამიანი ჰქონდა რეალიზებული, მესამე პერიოდში 5 შორეული ტყორცნა გამოიყენა.

გადამწყვეტი მატჩის ბოლო წუთი აღმოჩნდა. საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე თად მაკფადენმა ურთულესი სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა (82:75), რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

ილიას ზუროსის კრებულიდან ყველა კალათბურთელმა დიდი წვლილი სეიტანა გამარჯვებაში, ცინცაძე გონივრულად ათამასებდა ბურთს, ანდრონიკაშვილს ენერგია სეჰქონდა მოედანზე, ბერიშვილი ტრადიციულად პერიმეტრზე იყოო სახიფათო, ბურჯანაძემ მოედანზე პირველივე სესვლით გარდატეხა შეიტანა, მაკფადენის გადამწყვეტ სამიანზე უკვე დავწერეთ.

თუმცა პირველი წუთიდან ბოლომდე ლიდერის ფუნქცია კარგად შეასრულეს თორნიკე შენგელიამ და გიორგი შერმადინმა. თოკომ გადამწყვეტ მომენტში არაერთი მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა და საბოლოოდ 25 ქულა ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 28-ს მიაღწია. ერთით ნაკლები სარგებლიანობის მაჩვენებელი ჰქონდა შერმადინს, რომელმაც 9-დან 9 გამოიყენა ჩააგდო და მატჩი 22 ქულით დაასრულა.

 საზმაუ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა