ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

იენს სტოლტენბერგი - საქართველო 2008 წელს, დონბასი, ყირიმი 2014 წელს და გასულ წელს სრულმასშტაბიანი ინტერვენცია, ეს არის ერთი მოდელის ნაწილი, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსეთის აგრესიის წრის გარღვევა

ნახვები: 612 იენს სტოლტენბერგი - საქართველო 2008 წელს, დონბასი, ყირიმი 2014 წელს და გასულ წელს სრულმასშტაბიანი ინტერვენცია, ეს არის ერთი მოდელის ნაწილი, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსეთის აგრესიის წრის გარღვევა

უკრაინაში ომის დასრულებით უნდა გაირღვეს რუსეთის აგრესიის წრე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, არ უნდა დაუშვან, რომ რუსეთმა ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას.

„ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, ამან უნდა უზრუნველყოს, რომ ისტორია აღარ განმეორდეს. ეს არის ერთი მოდელის ნაწილი: საქართველო 2008 წელს, დონბასი, ყირიმი 2014 წელს და შემდეგ სრულმასშტაბიანი ინტერვენცია გასულ წელს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსეთის აგრესიის წრის გარღვევა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას. შესაბამისად, უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს სამხედრო შესაძლებლობები, ძალა, შეაკავოს აგრესია და ასევე, ვიპოვოთ მექანიზმები, რომ რუსეთი აღარ დაესხას თავს ამ ომის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინა და რუსეთი არ არიან ომში თანაბარი მხარეები, რადგან ერთი არის აგრესორი, ხოლო მეორე მსხვერპლი.

„პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი ბრძოლას თუ შეწყვეტენ, ომი დასრულდება და გვექნება მშვიდობა. პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინა თუ შეწყვეტენ ბრძოლას, უკრაინა შეწყვეტს არსებობას, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ასე რომ, ეს არ არის ორი თანაბარი მხარე – ეს არის აგრესორი და აგრესიის მსხვერპლი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა