გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

დიდი ბრიტანეთიოს თავდაცვის მინისტრი - ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად და მარაგების შესავსებად იარაღის წარმოებას გაზრდის

ნახვები: 487 დიდი ბრიტანეთიოს თავდაცვის მინისტრი - ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად და მარაგების შესავსებად იარაღის წარმოებას გაზრდის

ბრიტანეთმა დაიწყო თავისი საწარმოო ხაზების „გახურება“, რათა შეცვალოს უკრაინაში გაგზავნილი იარაღი და გაზარდოს საარტილერიო ჭურვების წარმოება და დაეხმაროს კიევს რუსული ძალების უკან დახევაში, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა.

კითხვაზე, აქვს თუ არა ბრიტანეთს კომერციული შესაძლებლობები, რომ განაგრძოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მათ შორის საარტილერიო ჭურვების, უოლესმა უპასუხა: „გავაფორმეთ კონტრაქტები. დავიწყეთ ამ მიწოდების მიღება ჩვენი საკუთარი მარაგისთვის და ასევე გარკვეული ნაწილის - უკრაინისთვის“.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, წარსულში მთავრობები თავიანთ მარაგებს გადახედავდნენ და აღჭურვილობას „მტვრისგან წმენდნენ“, იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს დახმარებოდნენ, მაგრამ ახლა მდგომარეობა შეიცვალა და ევროპის კიდეზე ბევრად აგრესიული და საშიში რუსეთი დგას.

”წელს ძალისხმევის აბსოლუტური ნაწილია მდგრადობა - როგორ შეგვიძლია ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გავააქტიუროთ მიწოდების ჯაჭვები, როგორ გავააქტიუროთ მიწოდების ქსელები ჩვენი საკუთარი აღჭურვილობისთვის და ეს იყო ერთ-ერთი ცვლილება,” - აღნიშნა უოლესმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა