გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ვლადიმერ პუტინი ალან გაგლოევს შეხვდება

ნახვები: 491 ვლადიმერ პუტინი ალან გაგლოევს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს ალან გაგლოევს შეხვდება.

ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც ხვალ გაიმართება, ვლადიმერ პუტინი და ალან გაგლოევი რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მისი განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ.

„22 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეხვდება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალან გაგლოევს, რომელიც სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფება. იგეგმება ორმხრივი ურთიერთობების არსებული მდგომარეობისა და შემდგომი განვითარების პერსპექტივების განხილვა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აქცენტი სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობაზე გაკეთდება. ალან გაგლოევი რუსეთში ე.წ. სამუშაო ვიზიტით იმყოფება. რუსეთს სტუმრობდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, თუმცა ვლადიმერ პუტინი მას არ შეხვედრია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა