ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ლევან იოსელიანი - მომხრე ვარ, რუსეთთან ურთიერთიერთობა მხოლოდ მას შემდეგ აღდგეს, რაც საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიას დატოვებენ

ნახვები: 566 ლევან იოსელიანი - მომხრე ვარ, რუსეთთან ურთიერთიერთობა მხოლოდ მას შემდეგ აღდგეს, რაც საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიას დატოვებენ

მომხრე ვარ, რომ რუსეთთან ურთიერთიერთობა მხოლოდ მას შემდეგ აღდგეს, რაც საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიას დატოვებენ, მანამდე ვერანაირი ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ოკუპანტებთან ურთიერთობები ნორმალურ ქვეყნებს არ აქვთ.

„როგორც კი საქართველოში დემოკრატიის ხარისხი შემცირდება, ჩვენი სტრატეგიული ქვეყნების ინტერესები შემცირდება. იმედია, ასეთი რამე არ ხდება, რადგან ავტომატურად რუსეთის გავლენა გაძლიერდება. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება გავაღრმავოთ თანამშრომლობა ამერიკასთან და ევროკავშირთან, რათა შევამციროთ რუსეთის გავლენა და შევძლოთ, დეოკუპაციის პოლიტიკის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაც მეგობრების გარეშე არ შეგვიძლია", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ბიკანტოვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი იმ დონეზეა მზად საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა