გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

საქართველოს ელჩი აშშ-ში - საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა თავდაცვის სფეროში უმაღლეს ნიშნულზეა

ნახვები: 487 საქართველოს ელჩი აშშ-ში - საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა თავდაცვის სფეროში უმაღლეს ნიშნულზეა

გზავნილები, რომელიც მივიღეთ აშშ-სგან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უმაღლეს ნიშნულზეა, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის შეხვედრასთან დაკავშირებით აღნიშნა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკელმა პარტნიორებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს იმ მხარდაჭერისთვის და იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველომ და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შეიტანეს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის აშშ-ში ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული ვიზიტია. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან. ის გზავნილები, რომელიც ჩვენ მივიღეთ აშშ-სგან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უმაღლეს ნიშნულზეა.

ამერიკელმა პარტნიორებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს იმ მხარდაჭერისთვის და იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველომ და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შეიტანეს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღევანდელი უსაფრთხოების გარემო, ის თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს აშშ-სთან, დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტი დინამიზმით იქნება გამორჩეული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა