ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტზე - ღმერთმა ხელი მოუმართოთ, რადიატორზე ჯაჭვით მიბმული ხომ არ არიან?! ვისაც წასვლა უნდა წავიდეს

ნახვები: 615 ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტზე - ღმერთმა ხელი მოუმართოთ, რადიატორზე ჯაჭვით მიბმული ხომ არ არიან?! ვისაც წასვლა უნდა წავიდეს

ღმერთმა ხელი მოუმართოთ, რადიატორზე ჯაჭვით მიბმული ხომ არ არიან?! ვისაც წასვლა უნდა წავიდეს, ვისაც მუშაობა უნდა, დარჩეს, - ასე ეხმიანება "მოქალაქეების" დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გადაწყვეტილებას ბოიკოტის თაობაზე. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შემოსვლის დღიდან საკანონმდებლო ორგანოდან გასვლაზე საუბრობს.

"ვინ უშლით ხელს?! რაც შემოვიდა ოპოზიციის დიდი ნაწილი, იმის მერე იძახიან გავდივართო, არ არის ეს სერიოზული. სათამაშოდ ხომ არ ვართ შეკრებილნი, ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებზე უნდა ვმსჯელობდეთ, ამის ნაცვლად "გავალ- შემოვალ, გავალ- შემოვალ". ღმერთმა ხელი მოუმართოთ, რადიატორზე ჯაჭვით მიბმული ხომ არ არიან?! ვისაც წასვლა უნდა წავიდეს, ვისაც დარჩენა უნდა და მუშაობა, დარჩეს და იმუშაოს.

თავდაცვის კოდექსია შემოსული, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტი რა უნდა იყოს? ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ის ბოიკოტობანა?! ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და ვეტერანთა კოდექსი, რომლის ინიციატორიც მეც ვართ, ვეტერანთა კოდექსი სჭირდება ქვეყანას, არის სხვა საკითხებიც, სახალხო დამცველი გვყავს ასარჩევი, 12 რეკომენდაციაზეა დამოკიდებული ევროკავშირის ნაწილი ვიქნებით თუ არა და ბოიკოტობანა აზიანებს ყველაფერს", - განაცხადა ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა