ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ანა წითლიძე - არ მივიღებთ მონაწილეობას სესიაში, კომიტეტებზე, მათ შორის, განიხილება მანდატების დატოვებაც

ნახვები: 619 ანა წითლიძე - არ მივიღებთ მონაწილეობას სესიაში, კომიტეტებზე, მათ შორის, განიხილება მანდატების დატოვებაც

საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა გულისხმობს, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას არც სესიაში, არც კომიტეტებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მათ შორის განიხილება მანდატების დატოვებაც.

„ჩვენ მივიღებთ და გამოვიყენებთ ყველა იმ ბერკეტს, მათ შორის სამართლებრივს, მათ შორის საპარლამენტოს, მათ შორის ქუჩის აქციებს, რათა შევძლოთ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება. დანარჩენს გაიგებთ ხვალიდან, როდესაც კიდევ უფრო დაკონკრეტდება ჩვენი გეგმები აქციებთან, ლოკაციებთან ​და სხვა დეტალებთან დაკავშირებით. „ნაცმოძრაობა“ ერთიანია ყველა პრინციპულ საკითხზე და პარტიის მთავარი სიძლიერე არის ეს. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი პარტია, არის აზრთა სხვადასხვაობა, ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა, ძალიან ხშირად არის კამათი, მაგრამ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერი და ყველა წევრი ვართ ერთიანი. ერთიანი ვართ იმაში, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, შესაძლებელიც და შეუძლებელიც, სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა