გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

„ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

ნახვები: 570 „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 7 თებერვალს, 17:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან.

როგორც მან პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართულ აქციაზე განაცხადა, პროტესტი ყოველდღიური იქნება, ვიდრე შედეგზე არ გავლენ.

მან პრემიერ-მინისტრს მიმართა და „პუტინის მონის მონა“ უწოდა.

„მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მის მთავრობასთან ერთად ყველგან პრობლემა ექნება. გაძლიერებული პოლიციის და დაცვის თანხლებით მოუწევს დაძინებაც და გაღვიძებაც.

ჩვენ გადავდივართ საგანგებო რეჟიმზე. ყველგან მოგაკითხავთ. მივმართავ, რატი ბრეგაძეს, რომლის განათლებაში ლომის წილი შეიტანა მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავნებდეთ. ბრძოლა ყოველდღიური იქნება”,- განაცხადა ხაბეიშვილმა და მიმართა მხარდამჭერებს: „ხვალ 17:00 საათზე, ყველას მთავრობის ადმინისტრაციასთან გელოდებით. პროტესტი ყოველდღიური იქნება, სანამ შედეგზე არ გავალთ” , - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა