გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ვალერი გელბახიანი - მესამე პრეზიდენტს არავის წყალობა და ბოძებული თავისუფლება არ სჭირდება

ნახვები: 492 ვალერი გელბახიანი - მესამე პრეზიდენტს არავის წყალობა და ბოძებული თავისუფლება არ სჭირდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტს არავის წყალობა და არავის ბოძებული თავისუფლება არ სჭირდება, რადგანაც მან საკუთარი ძალ-ღონე საქართველოს სახელმწიფოს შეალია და როგორც ვხედავთ, ჯანმრთელობაც მას ანაცვალა. ამიტომ, ყველამ იცოდეს, ის ამ ქვეყანაში დაბრუნდა იმისათვის, რომ სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით მიეღწია სიმართლის დადგენისთვის, - ამის შესახებ ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლების შესახებ დასკვნითი სხდომა იმართება.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლებისთვის მიმართა, ის ამით წყალობას არ სთხოვდა არცერთ მოქმედ ხელისუფალს.

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ მეტად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინსტიტუტის არსებობა, რომელიმე ხელისუფალის ნებას ან სურვილს მიეწერებოდეს და პერსონალური სურვილის, წყალობის დონემდე იყოს დაყვანილი, რადგან ვინც ასე ფიქრობს, შესაძლოა, მათთვის დიდი პატივი იყოს იმიტირებული ავადმყოფობა და ხელისუფალის მიერ ნაწყალობები თავისუფლება. აქედან გამომდინარე, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი შუამდგომლობით შემოვიდა ამ სასამართლოში, ის წყალობას არ სთხოვდა არცერთ მოქმედ ხელისუფალს და მხოლოდ სასამართლოს მიმართავდა გამოეყენებინა ის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც მის პრეზიდენტობამდეც კანონის სახით არსებობდა და რომელსაც სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაემატა მძიმე ავადმყოფობის გამო მსჯავრდადებულის გათავისუფლების ინსტიტუტი და რომელსაც დღეს, ვიღაცები ხელისუფლების წყალობად აღიქვამენ. არა! ადვოკატები უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს არავის წყალობა და არავის ბოძებული თავისუფლება არ სჭირდება, რადგანაც მან მთელი ძალ-ღონე საქართველოს სახელმწიფოს შეალია და როგორც ვხედავთ, ჯანმრთელობაც მას ანაცვალა. ამიტომ, ყველამ იცოდეს, ის ამ ქვეყანაში დაბრუნდა იმისათვის, რომ სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით მიეღწია სიმართლის დადგენისთვის და ამჟამადაც, სწორედ სასამართლოს მიმართა“.- განაცხადა ვალერი გელბახიანმა დასკვნით სიტყვაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა