მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

გიული ალასანია გიორგი ჩალაძის განცხადებაზე - ეს არ არის მუქარა, ეს არის რეალურად დანახული სურათი

ნახვები: 631 გიული ალასანია გიორგი ჩალაძის განცხადებაზე - ეს არ არის მუქარა, ეს არის რეალურად დანახული სურათი

ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას, რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის მხრიდან გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„მართალი გითხრათ, ისე მაქვს ხელი ჩაქნეული ამ ქვეყანაზე, რომ მგონია, უკვე არაფერი აღარ მოიტანს შედეგს. ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას, რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით“,- აღნიშნა ალასანიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, არეულობა და ძალადობა მოიტანს თუ არა შედეგს, ალასანიამ განაცხადა – „მე არ ვიცი, რა მოიტანს შედეგს, ყველაფერი უნდა ისინჯოს, ხალხზეა დამოკიდებული, ვინ როგორ დაინახავს“ – თქვა გიული ალასანიამ.

ამასთან, კითხვაზე, მოელის თუ არა, რომ ყველაფერი მოხდება, რაც ჩალაძემ თქვა, ალასანია აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია.

„შესაძლებელია, რა თქმა უნდა. რა არის ამაში მუქარა? ეს არის რეალურად დანახული სურათი, ალბათ ასეა, რადგან ჩალაძემ თქვა“,- განაცხადა გიული ალასანიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა: „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად, ეს არის მუქარა“.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა