გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

დიმიტრი მედვედევი - უკრაინის მხრიდან ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში რუსეთი მზად არის, ყველა სახის იარაღი გამოიყენოს

ნახვები: 493 დიმიტრი მედვედევი - უკრაინის მხრიდან ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში რუსეთი მზად არის, ყველა სახის იარაღი გამოიყენოს

უკრაინის მხრიდან ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში რუსეთი საპასუხო ქმედებებს არ შეზღუდავს და მზად არის, ყველა სახის იარაღი გამოიყენოს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ჩვენი პასუხი შეიძლება იყოს ნებისმიერი. ამის შესახებ სავსებით გარკვევით განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ჩვენ არანაირ შეზღუდვებს არ ვუწესებთ საკუთარ თავს და, საფრთხის ხასიათიდან გამომდინარე, მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა სახის იარაღი“, – განაცხადა მედვედევმა.

მისი განმარტებით, ამგვარი ქმედებები შეესაბამება რუსეთის დოქტრინებს, მათ შორის ბირთვული შეკავების საფუძვლებს.

„შემიძლია, დაგარწმუნოთ: პასუხი იქნება სწრაფი, სასტიკი და დამაჯერებელი“, – აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მედვედევმა მცდარი უწოდა დასავლელი პოლიტიკოსების მოსაზრებას, რომ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის იარაღის გადაცემა სიტუაციის დიპლომატიურ დარეგულირებას ხელს შეუწყობს.

„შედეგი იქნება სრულიად საპირისპირო. ასეთ შემთხვევაში არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება. იქნება მხოლოდ შურისძიების დარტყმები. ცეცხლში გაეხვევა კიევის ხელისუფლების ქვეშ დარჩენილი მთელი დანარჩენი უკრაინა“, – განაცხადა მედვედევმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. 2,2 მილიარდამდე დოლარის ღირებულების პაკეტი შორ მანძილზე მოქმედ ჭურვებს, GLSDB-ს მოიცავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა