გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

არჩილ თალაკვაძე - ამერიკის მთავრობამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო არ არღვევს სანქციებს, არც მომავალში არ დავარღვეთ

ნახვები: 493 არჩილ თალაკვაძე - ამერიკის მთავრობამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო არ არღვევს სანქციებს, არც მომავალში არ დავარღვეთ

ამერიკის მთავრობამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო არ არღვევს სანქციებს. საქართველო არც მომავალში არ დაარღვევს სანქციების რეჟიმს, რადგან ჩვენი ადგილია ერთიან ევროპულ ოჯახში და ჩვენი პარტნიორია დასავლეთი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან.

თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის პასუხი რუსეთის განცხადებაზე.

„ეს არ არის არც საქართველოს გადაწყვეტილება და არც ის, რაც საქართველომ მოითხოვა. რუსეთს ცალმხრივად შეზღუდული და დაბლოკილი ჰქონდა ფრენები და განცხადება ისევ რუსეთმა გააკეთა. შესაბამისად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის პასუხი რუსეთის განცხადებაზე. რაც ჩვენ გვეხება, ჩვენთან მიმართებაში ამერიკის მთავრობამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო არ არღვევს სანქციებს. საქართველო არც მომავალში არ დაარღვევს სანქციების რეჟიმს, რადგან ჩვენი ადგილია ერთიან ევროპულ ოჯახში და ჩვენი პარტნიორია დასავლეთი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა