გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

შალვა ხაჭაპურიძე - ჩვენ ვხსნით ყველა მოწმეს, დავკითხავთ ბატონ ურთქმელიძეს და მოვითხოვ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას

ნახვები: 491 შალვა ხაჭაპურიძე - ჩვენ ვხსნით ყველა მოწმეს, დავკითხავთ ბატონ ურთქმელიძეს და მოვითხოვ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას

მალხაზ ურთქმელიძემ გუშინ უცნაური განცხადებები გააკეთა. საზღვარი აქვს ყველაფერს, ჩვენ ვხსნით ყველა მოწმეს, დავკითხავთ ბატონ ურთმელიძეს და მოვითხოვ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებებიდან გამომდინარე, მან სასამართლოს უნდა მოახსენოს, რაც იცის.

„ურთქმელიძემ გააკეთა განცხადება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, რომ დაინიშნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სასამართლო პროცესზე აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, არ ჭამს. მაშინ მას აქვს რაღაც ინფორმაცია, მოვიდეს და სასამართლოს მოახსენოს, მოწმეა ჩვეულებრივი. ახლა მინისტრი რომ არია, ეგ არაფერი. რა თქმა უნდა, მოლოდინი არ მაქვს, რომ დააკმაყოფილებენ, მაგრამ მე უნდა დავაყენო შუამდგომლობა. ჩვენ ვხსნით ყველა მოწმეს, დავკითხავთ ბატონ ურთმელიძეს და მოვითხოვ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა